Frequently Asked Questions
ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ ქართულ საჩუქარს თქვენი საყვარელი ადამიანებისა თუ კოლეგებისთვის — ღვინოს, ბრენდსა და ჭაჭას პერსონალური გრავირებით.
საიტზე მაქსიმალურად გამარტივებულია ნიამორის პროდუქციის შეკვეთა:
1) ირჩევთ სასურველ სასმელს
2) შეგყავთ ბოთელზე დასაგრავირებელი სასურველი ტექსტი
3) შეგყავთ მიწოდების მისამართი
4) ყიდულობთ პროდუქტს Visa/Mastercard ბარათებით
შესყიდვის დადასტურების შემდეგ, იმავე ან მეორე სამუშაო დღეს, Whatsapp-ზე ან Viber-ზე გამოგეგზავნებათ სასმელზე დასაგრავირებელი ტექსტის დიზაინი და მხოლოდ დადასტურების შემდეგ დაიწყება შეკვეთაზე მუშაობა.
დამზადებას ჭირდება 2-3 სამუშაო დღე.
ნიამორის ლოგოს ქვეშ კეთდება მიძღვნითი სახის წარწერა, მაგ.: ექსკლუზიურად სახელი/გვარი. ბოთელზე რჩება ნიამორის ლოგო და ღვინის დასახელება.
ფასში შედის სახელობითი გრავირება.
თბილისში შეძენის შემთხვევაში, თუ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება საიტზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა და სხვა პროდუქტის შეკვეთა იმავე თანხის ფარგლებში. ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ ხარვეზიანი პროდუქტის ნიმუში. ხოლო რეგიონისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს ნივთის უსაფრთხოებაზე იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტირებას ახდენენ საფოსტო კომპანიები ჩვენგან დამოუკიდებლად.
Yes, orders can be delivered abroad. The courier rate depends on the country, city and package size — see the full table on the delivery page. You will receive the shipment within 3–7 business days. Every country has laws that regulate or restrict bringing alcohol in for personal use. Read those rules to avoid customs problems. International shipping does not include insurance.
ონლაინ შესყიდვა ჩვენს საიტზე ხორციელდება unipay-ის მხარდაჭერით და ყველა ოპერაცია სრულდება დაცულ სერვერებზე. ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, რომელსაც იყენებთ ტრანზაქციის დროს. ასევე არ ვასაჯაროებთ ინფორმაციას, რომელიც საიტზე შეგყავთ რეგისტრაციისა და შეკვეთის განხორციელების დროს. თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე მხარეზე გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.
აუცილებლად მოგვწერეთ gbochorishvili@niamori.ge-ზე და უმოკლეს დროში მიიღებთ ამომწურავ პასუხს.
შედეგი ვერ მოიძებნა.