Blog

ცნობილი ადამიანების ციტატები ღვინოზე
- მირჩევნია ვჭამო მაკარონი და დავლიო ღვინო, ვიდრე 0 ზომა ვიყო – (სოფი ლორენი)

- ღვინო არის იმის დასტური, რომ ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ. და უყვარს, რომ ჩვენ გვხედავს ბედნიერებს. (ბენჟამინ ფრანკლინი)

- როგორც წესი მე ყველაფერი გამომდის ცხოვრებაში, სხვა დღეებისთვის კი არის წითელი ღვინო (რეიჩელ ბერმინგემი, ავსტრალიელი ბიზნეს ლედი და მწერალი)

- ან დამისხით კიდევ ღვინო, ან საერთოდ თავი დამანებეთ. (რუმი, სპარსი მწერალი-მისტიკოსი)

ღვინის ბოთლი რომელიც 4,500 ფუნტი სტერლინგი ღირდა, შეცდომით რესტორნის სხვა მომხმარებელს მისცეს
მანჩესტერის ერთ-ერთ სტეიკ რესტორანში მიმტანს შემთხვევით შეეშალა 260 და 4,500 ფუნტი სტერლინგის ღვინის ადრესატები. 260 ფუნტიანი ღვინო მიიტანა მომხმარებელთ რომელმაც შეუკვეთა 4,500 ფუნტიანი, და პირიქით.

სტეიკჰაუსის გვერდზე განცხადებაში ვკითხულობთ: მომხმარებელს – რომელმაც მიიღო 4,500 ფუნტიანი ღვინო, “იმედია მოგეწონათ საღამო!” თანამშრომელს – რომელმაც დაუშვა შეცდომა, “გული არ გაიტეხო! შეცდომები ხდება, მიუხედავად ამისა ჩვენ შენ გვიყვარხარ!”

მალევე განცხადების ქვევით გაჩნდა კომენტარი: „4,500 ფუნტის შესახებ არაფერი არ ვიცი, მაგრამ როცა ღვინოში ჩავამატეთ ლიმონათი და ყინულის ნატეხები, ცუდი არ იყო“

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები სასმელზე
- „In vino veritas“ ანუ “ჭეშმარიტება ღვინოშია” – არის ყველაზე ციტირებული გამონათქვამი ღვინის შესახებ. ავტორი სავარაუდოდ ფილოსოფოსი პლინიუს უფროსია.
- “ალკოჰოლი იწვევს სისხლძარღვებისა და მეგობრების წრის ხანმოკლე გაფართოებას” – სალვადორ დალი, მხატვარი.
- “შამპანური – ერთადერთი რამ არის რაც მაინტერესებს, როცა დაღლილობას ვგრძნობ.” ბრიჯიტ ბარდო, მსახიობი.

- “ადამიანი ღვინოსავითაა – თუ ასაკთან ერთად უმჯობესდება, ე.ი. ძალიან მაღალი ხარისხისაა.” ფილიპ ბუვარი, მსახიობი.
- არ არსებობს ისეთი მყარი სხეული, ღვინოს რომ მისი გატეხვა არ შეეძლოს – პლუტარქე, ფილოსოფოსი.
- გამარჯვებისას თქვენ იმსახურებთ შამპანურს, დამარცხებისას თქვენ ის გჭირდებათ. – ნაპოლეონ ბონაპარტი, საფრანგეთის იმპერატორი.
- „კარგი ღვინო კარგ ფილმს ჰგავს: სწრაფად მთავრდება და ტოვებს შესანიშნავ გამყოლ გემოს; ყოველ ყლუპში რაღაც ახალი იხსნება და როგორც ხშირად ფილმს მოსდის, ის იბადება და ხელახლა ღორძინდება ყოველ მის დამფასებელში“ – ფედერიკო ფელინი, რეჟისორი.

- როგორც ჯანმრთელი და ასევე ავადმყოფი ადამიანისთვის ღვინო და თაფლი საუკეთესო საშუალებაა, თუ ისინი ნატურალურია და თუ მათი მიღება სწორად ხდება – ჰიპოკრატე, ძველი ბერძენი ექიმი.
- ღვინის მცირე დოზაში ადამიანს არ შეუძლია იპოვოს ჭეშმარიტება, დაუსხით მას ზედმეტი და ის მას სულ დაკარგავს – ბლეზ პასკალი, მათემატიკოსი.
- ძველ ღვინოსა და ძველ მეგობრობაზე უკეთესი არაფერი არ არის – ინგლისური ანდაზა.