მას შემდეგ რაც ყურძენი დაიჭყლიტება, ჩაიწურება ქვევრში და დადუღდება, იწყება ფრაქციების გადანაწილების პროცესი:

იცით, როგორ ანაწილებს 8000 წლოვანი ისტორიის მქონე ქვევრი მასში მოთავსებულ ყურძნის დაჭყლეტილ მასას?

ყველაზე ქვევით მოექცევა წიპწა – ყურძნის კურკა. შემდგომში კლერტი – ყურძნის მტევნის ჩონჩხი. კლერტს ზევიდან გადაეკვრება – ღვინის ლექი. ლექის თავზე კი უკვე განთავსებულია უშუალოდ ღვინო. ეს ყველაფერი კი აი ესე გამოიყურება.