მანჩესტერის ერთ-ერთ სტეიკ რესტორანში მიმტანს შემთხვევით შეეშალა 260 და 4,500 ფუნტი სტერლინგის ღვინის ადრესატები. 260 ფუნტიანი ღვინო მიიტანა მომხმარებელთ რომელმაც შეუკვეთა 4,500 ფუნტიანი, და პირიქით.

სტეიკჰაუსის გვერდზე განცხადებაში ვკითხულობთ: მომხმარებელს – რომელმაც მიიღო 4,500 ფუნტიანი ღვინო, “იმედია მოგეწონათ საღამო!” თანამშრომელს – რომელმაც დაუშვა შეცდომა, “გული არ გაიტეხო! შეცდომები ხდება, მიუხედავად ამისა ჩვენ შენ გვიყვარხარ!”

მალევე განცხადების ქვევით გაჩნდა კომენტარი: „4,500 ფუნტის შესახებ არაფერი არ ვიცი, მაგრამ როცა ღვინოში ჩავამატეთ ლიმონათი და ყინულის ნატეხები, ცუდი არ იყო“