ვაკანსია
გაყიდვების მენეჯერი
"ნიამორი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის გაყიდვებზე ზრუნვა და სხვადასხვა ონლაინ აქტივობების შესრულება;
** სოციალური ქსელების მართვა, დროული პასუხის გაცემა მომხმარებლებთან (სოც. ქსელები, ტელეფონი);
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი;
** საჭირო და შესაბამისი დოკუმენტაციის ზედმიწევნით სწორად წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ციფრებთან მუშაობის გამოცდილება და დეტალებზე ორიენტირებულობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
** ენერგიული, სხარტი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
** სამშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + გაყიდვებიდან მიღებული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: niamori22@gmail.com და საგნის ველში ("subject") მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, მაგ.: "ონლაინ გაყიდვების მენეჯერი თბილისში".