1. „In vino veritas“ ანუ "ჭეშმარიტება ღვინოშია" - არის ყველაზე ციტირებული გამონათქვამი ღვინის შესახებ. ავტორი სავარაუდოდ ფილოსოფოსი პლინიუს უფროსია.
2. "ალკოჰოლი იწვევს სისხლძარღვებისა და მეგობრების წრის ხანმოკლე გაფართოებას" - სალვადორ დალი, მხატვარი.
3. "შამპანური - ერთადერთი რამ არის რაც მაინტერესებს, როცა დაღლილობას ვგრძნობ." ბრიჯიტ ბარდო, მსახიობი.
4. "ადამიანი ღვინოსავითაა - თუ ასაკთან ერთად უმჯობესდება, ე.ი. ძალიან მაღალი ხარისხისაა." ფილიპ ბუვარი, მსახიობი.
5. არ არსებობს ისეთი მყარი სხეული, ღვინოს რომ მისი გატეხვა არ შეეძლოს - პლუტარქე, ფილოსოფოსი.
6. გამარჯვებისას თქვენ იმსახურებთ შამპანურს, დამარცხებისას თქვენ ის გჭირდებათ." ნაპოლეონ ბონაპარტი, საფრანგეთის იმპერატორი.
7. „კარგი ღვინო კარგ ფილმს ჰგავს: სწრაფად მთავრდება და ტოვებს შესანიშნავ გამყოლ გემოს; ყოველ ყლუპში რაღაც ახალი იხსნება და როგორც ხშირად ფილმს მოსდის , ის იბადება და ხელახლა ღორძინდება ყოველ მის დამფასებელში“, ფედერიკო ფელინი, რეჟისორი.
8. როგორც ჯანმრთელი და ასევე ავადმყოფი ადამიანისთვის ღვინო და თაფლი საუკეთესო საშუალებაა, თუ ისინი ნატურალურია და თუ მათი მიღება სწორად ხდება - ჰიპოკრატე, ძველი ბერძენი ექიმი.
9. ღვინის მცირე დოზაში ადამიანს არ შეუძლია იპოვოს ჭეშმარიტება, დაუსხით მას ზედმეტი და ის მას სულ დაკარგავს - ბლეზ პასკალი, მათემატიკოსი.
10. ძველ ღვინოსა და ძველ მეგობრობაზე უკეთესი არფერი არ არის - ინგლისური ანდაზა.
Σχόλια