top of page
Search
Writer's pictureMariam Azirashvili

რა არის ნაბახუსევი

სიტყვა ნაბახუსევი წარმოსდგება მეღვინეობისა და მევენახეობის რომაული მფარველი ღმერთის - ბახუსისაგან.

ნაბახუსევი არის უსიამოვნო ფიზიოლოგიურ/ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც იწყება მას შემდეგ, რაც სისხლში ალკოჰოლის დონე დაეცემა.

ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება ასევე ამცირებს სისხლში A და B ვიტამინებს, კალიისა და თუთიის მაჩვენებელს. ნაბახუსევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი არის დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება, სითხის დაკარგვა.

ამიტომ ნაბახუსევისას ეცადეთ ხშირად მიიღოთ წყალი. ხოლო ორგანიზმში A ვიტამინის, კალიისა და თუთიის მაჩვენებლის გაზრდაში დაგეხმარებათ: ხორცი, თევზი, მარცვლეული, თხილეული და ბანანი.

5 views0 comments

Comments


bottom of page