top of page
  • რატომ უნდა შევუკვეთო ღვინო თქვენს საიტზე?
    ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ ქართულ საჩუქარს თქვენი საყვარელი ადამიანებისა თუ კოლეგებისთვის - ღვინოს, ბრენდს და ჭაჭას პერსონალური გრავირებით. საიტზე ძალიან გამარტივებულია ნიამორის პროდუქციის შეკვეთა: 1) ირჩევთ სასურველ სასმელს 2) შეგყავთ ბოთლზე დასაგრავირებელი სასურველი ტექსტი 3) შეგყავთ მიწოდების მისამართი 4) ყიდულობთ პროდუქტს Visa/Mastercard ბარათებით შესყიდვის დადასტურების შემდეგ იმავე ან მეორე სამუშაო დღეს Whatsapp-ზე ან Viber-ზე გამოგეგზავნებათ სასმელზე დასაგრავირებელი ტექსტის დიზაინი და მხოლოდ დადასტურების შემდეგ დაიწყება შეკვეთაზე მუშაობა.
  • რამდენ დღეში მზადდება შეკვეთიდან?
    დამზადებას ჭირდება 2-3 სამუშაო დღე
  • რას ნიშნავს სახელობითი გრავირება?
    ნიამორის ლოგოს ქვეშ კეთდება მიძღვინითი სახის წარწერა მაგ: ექსკლუზიურად სახელი/გვარი, ბოთლზე რჩება ნიამორის ლოგო და ღვინის დასახელება... ფასში შედის სახელობოთი გრავირება
  • რა მოხდება, თუ პროდუქტი აღმოჩნდება დაზიანებული ან გაფუჭებული?
    თბილისში შეძენის შემთხვევაში თუ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება საიტზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა და სხვა პროდუქტის შეკვეთა იმავე თანხის ფარგლებში. ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ ხარვეზიანი პროდუქტის ნიმუში. ხოლო რეგიონებისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს ნივთის უსაფრთხოებაზე იქიდან გამომდინარე, რომ ტრანპოსრიტებას ახდენენ საფოსტო კომპანიები ჩვენგან დამოუკიდებლად.
  • შესაძლებელია თუ არა შეკვეთა სხვა ქვეყნებიდან?
    დიახ, ღვინის შეკვეთა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ტრანპორტირება ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და თანხა ანგარიშდება ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურად, ბოთლების რაოდენობის გათვალისწინებით. ხოლო გზავნილს მიიღებთ 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ქვეყანაში მოქმედებს სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებს ან ზღუდავს პირადი მოხმარების მიზნით ალკოჰოლის შეტანას ქვეყნის ტერიტორიაზე. აუცილებლად გაეცანით ამ რეგულაციებს, საბაჟო პროცედურების თავიდან აცილების მიზნით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ საზღვარგარეთ ტრანსპორტირება არ შეიცავს არანაირი სახის დაზღვევას.
  • რამდენად უსაფრთხოა ონლაინ შესყიდვა?
    ონლაინ შესყიდვა ჩვენს საიტზე ხორციელდება unipay-ის მხარდაჭერით და ყველა ოპერაცია სრულდება დაცულ სერვერებზე. ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, რომელსაც იყენებთ ტრანზაქციის დროს. ასევე არ ვასაჯაროებთ ინფორმაციას, რომელიც საიტზე შეგყავთ რეგისტრაციის და შეკვეთის განხორციელების დროს. თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე მხარეზე გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.
  • გაქვთ სხვა კითხვა?
    აუცილებლად მოგვწერეთ gbochorishvili@niamori.ge-ზე და უმოკლეს დროში მიიღებთ ამომწურავ პასუხს.
bottom of page