ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ხდება ჩვენს მიერ თქვენთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა.
1) თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ, როდესაც თქვენ:
-
ჩვენგან იძენთ რაიმე პროდუქტს (მათ შორის პროდუქტების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ოფისში ან სხვა საცალო რეალიზაციის პუნქტში);
-
ჩვენგან იწერთ სიახლეებს, გამაფრთხილებელ შეტყობინებებს ან სხვა მომსახურებებს;
-
ჩვენგან ითხოვთ რომელიმე პროდუქტის ან მომსახურების შესახებ დამატებით ინფორმაციას ან მოგვმართავთ შეკითხვით ან საჩივრით;
-
მონაწილეობას ღებულობთ კონკურსში, ჯილდოს გათამაშებაში ან კვლევაში;
-
ნახულობთ ან ათვალიერებთ ჩვენ ვებ-გვერდს.
2) პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ:
-
თქვენ სახელს, პირად ნომერს, მისამართს, სატელეფონო ნომერს, დაბადების თარიღს და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
-
ინფორმაციას საკრედიტო და სადებეტო ბარათის შესახებ, ინფორმაციას თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერის და საბანკო ბარათის 16 ნიშნა ნომრის ან სხვა საბანკო ინფორმაციის შესახებ;
-
თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის შინაარსს, როგორიცაა შენიშვნა ან სატელეფონო ზარის ჩანაწერი, რა ზარიც თქვენ განახორციელეთ ჩვენს საკონტაქტო ცენტრში, ასევე, ელექტრონული საფოსტო შეტყობინება ან წერილი, რომელსაც თქვენ ჩვენთან აგზავნით ან თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერები.
3) თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ და გავაანალიზოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია რათა:
-
დავამუშაოთ თქვენ მიერ ჩვენგან შეძენილი საქონელი და მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი შეკვეთის დამუშავების მსვლელობის შესახებ, ასევე, მოგაწოდოთ თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტი;
-
ზოგადად მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ (თუ თქვენ უარს არ განაცხადებთ ჩვენი მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე სათანადო ფორმით).
4) პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა
-
ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას იმ ვადით, რაც მოითხოვება კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, ჩვენ მას შევინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც ჩვენ გვაქვს ამის საჭიროება.
5) თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება
ჩვენ შესაძლებელია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:
-
იმ პარტნიორებსა და აგენტებს, რომლებიც ჩართული არიან იმ პროდუქტების მიწოდებაში, რომელიც თქვენ შეუკვეთეთ, ან გეგმავთ რომ შეუკვეთოთ;
-
სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლო ან სხვა საჯარო დაწესებულებებს თუ ეს ჩვენ მოგვეთხოვება ან ნებადართულია კანონმდებლობით;
-
ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური შემთხვევისაგან ჩვენი დაცვისა და ზოგადად, ჩვენი უფლებების დაცვის მიზნით;
-
თუ განხორციელდება ჩვენი რეორგანიზაცია ან მფლობელობის შეცვლა, ჩვენ უფლება გვაქვს, მოვახდინოთ თქვენს შესახებ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ამ ორგანიზაციისათვის.
6) თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხო შენახვა
-
ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას უნებართვო წვდომისაგან, შემთხვევითი წაშლისაგან, გამჟღავნებისაგან ან გადანდგურებისაგან;
-
თუ ჩვენ გაგვაჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობა ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც გვაწვდის მომსახურებას და ჩვენი სახელით ამუშავებს თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ის ღებულობდეს სათანადო უსაფრთხოების ზომებს და დაამუშავოს თქვენს შესახებ პერსონალურ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენგან ნებადართულ ფარგლებში.
7) კონფიდენციალობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები
-
თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის მიღების მიზნით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით;
-
თუ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია თქვენ შესახებ არაზუსტი ინფორმაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.